Skip to content

Latest commit

 

History

History
23 lines (17 loc) · 3.42 KB

README.md

File metadata and controls

23 lines (17 loc) · 3.42 KB

პროგრამირების მეთოდოლოგია

ეს კურსი არის შესავალი კურსი პროგრამირებაში. მის გასავლელად პროგრამირებაში არანაირი ცოდნა არ დაგჭირდება - ყველაფერს ნოლიდან ისწავლი. ცხადია შრომის გარეშე არაფერი გამოვა. კურსის დასაძლევად დაახლოებით 200 საათი დაგჭირდება(ლექციებისა და დავალებების ჩათვლით). თუმცა იმედი მაქვს საინტერესო იქნება და ბევრ ახალს გაიგებ. ვინც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, ეს კურსი რომ გამოგადგება ნამდვილად ვიცი.

რას ისწავლი?

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მთავარ პრონციპებს
  • პროგრამირების მეთოდოლოგიებს
  • პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა მეთოდებს
  • პროგრამირების ენა ჯავას
  • ...

მესმის, რომ ეს სია ბევრს არაფერს გეუბნება, დამერწმუნე სულ კაი-კაი რაღაცეებს ისწავლი.

როგორ უნდა ისწავლო?

უყურე ვიდეო ლექციებს ან წაიკითხე შესაბამისი სალექციო მასალები. სცადე ამოცანების ამოხსნა და გაარჩიე ამოხსნები. დაწერე დავალებები. დასვი კითხვები.

სამუშაო გარემო

კოდის წერას მხოლოდ წიგნის წაკითხვით და ლექციების ყურებით ვერ ისწავლი. ისევე როგორც ფორტეპიანოზე დაკვრას ვერ ისწავლი სხვისი ყურებით, კოდის წერაც იგივენაირად მუშაობს. აუცილებელია, რომ თავადაც დაწერო კოდი. ამისათვის სამუშაო გარემო დაგჭირდება. ამ კურსის განმავლობაში გამოვიყენებთ eclipse. დეტალებისთვის მიჰყევი ბმულს

ლექციები

ლექციების დანახავად მიჰყევი ბმულს

კონტრიბუცია

კონტრიბუციისთვის იხილეთ ეს სახელმძღვანელო